კონსერვატიული მოძრაობა

კობახიძე: ბუნებრივია, ალტ-ინფოს მიმართ სიმპათიები არ გვაქვს, ოფისთან მოვიდნენ და გვაგინეს

ჩვენ, ბუნებრივია, ალტ-ინფოს მიმართ არავითარი სიმპათიები არ გვაქვს, მით უმეტეს, რამდენიმე დღის წინ ოფისთან იყვნენ მოსული და გვაგინეს. რაც შეეხება თვითონ სახალხო დამცველის ინიციატივას, როგორც იურისტი შევაფასებდი, სახალხო დამცველი თავისი ფუნქციით არის მთავარი ადვოკატი, ეს არის მისი კონსტიტუციური ფუნქცია, ის არის ადვოკატი და ყოველ ჯერზე, მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება მიუღებელ ადამიანს, მაგალითად, დამნაშავეს, ის უნდა აკვირდებოდეს იმას, თუ რამდენად არის მისი უფლებები დაცული. მაგალითად, ადამიანს აქვს ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, მოკლა 5 კაცი - მისი უფლებების დაცვასაც კი უნდა აკვირდებოდეს სახალხო დამცველი და ადვოკატის პოზიციიდან უნდა უყურებდეს ამას. 

ამ შემთხვევაში კომიკური რა არის, როცა საქმე ეხება პარტიის აკრძალვას, ეს არის ამ ძირითად უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა. შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩარევის მძიმე ფორმაა. ასეთ დროსაც სახალხო დამცველი უნდა გამოდიოდეს ყველა შემთხვევაში, როგორც ადვოკატი, თუმცა, სახალხო დამცველმა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით არის ადვოკატი, თავის თავზე აიღო პროკურორის ფუნქცია, რაც ზუსტად ეწინააღმდეგება მის მანდატს. ეს არის სამართლებრივი შეფასება, დანარჩენი არის მისი საქმე. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, პუტინისტური ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელი მოამზადეს. 

კომენტარები