აფრიკა

მალიში გაეროს მისიის 2 მონაწილე დაიღუპა, 5 – დაიჭრა

გაეროს ცნობით, ჩრდილოეთ მალიში სამშვიდო მისიის ორი მონაწილე დაიღუპა, 5 კი მძიმედ დაიჭრა. შემთხვევა სოფელ ტესალიტსა და ქალაქ გაოს შორის მოხდა. 

დაძაბულობა დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში მას შემდეგ გაიზარდა, რაც ისლამისტმა აჯანყებულებმა თავდასხმები გაახშირეს და ტერიტორიების დაპყრობები დაიწყეს. ბოევიკებმა რომელთა ნაწილს ალქაიდასთან და ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირი აქვს, ჯარებზე თავდასხმა წამოიწყეს. 

ბოლო ათწლეულია სამთავრობო ძალები ისლამისტურ აჯანყებულებს ებრძვის. ცენტრალურ რეგიონში მზარდმა დაძაბულობამ, 2020 და 2021 წლებში სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. გასულ თვეში, გაერომ 2022 წლის ჰუმანიტარული რეაგირების გეგმის განხორციელება დაიწყო, რომელიც დონორებისგან 686 მილიონ აშშ დოლარს მოითხოვდა მალის ხუთ მილიონზე მეტი ყველაზე დაუცველი მოქალაქის დასახმარებლად.

კომენტარები