ქართული ოცნება

ზეწოლის მიუხედავად, ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს – დეპუტატები

"დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს".- აღნიშნულია ივანიშვილის დეპუტატების, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძისა და სოზარ სუბარის ახალ განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

განცხადებაში კვლავ განხილულია ევოკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გარშემო შექმნილი ვითარება. დეპუტატები რეზოლუციის ტექსტიც განიხილეს და "დეოლიგარქიაზაცია" ივანიშვილის წინააღმდეგ ჩანაწერად განმარტეს. 

ივანიშვილის დეპუტატები ამბობენ, რომ ივანიშვილს არაფორმალური სანქციები ადევს. 

"ბაკურიანის შეკრების მონაწილეები ცდილობენ, დასავლელი პოლიტიკოსების მიმართ ჩვენი პასუხები ანტიდასავლურ რიტორიკად მონათლონ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გვინდა ცხადად და მკაფიოდ განვმარტოთ შემდეგი - ჩვენი სურვილი და მიზანია, საქართველომ განაგრძოს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ. სწორედ ამიტომ, დავიცავთ ქვეყნის და საკუთარ ღირსებას ყოველთვის, როდესაც მას ვინმე შეეხება. შეურაცხყოფაზე პასუხი არის არა დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა, არამედ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნისა და მისი ღირსების წინაშე. როდესაც ევროპელი იქცევა არაევროპულად, ის სწორედ თავად აზიანებს ევროპას და მის ინტერესებს. შესაბამისად, უსამართლობაზე პასუხის გაცემა ჩვენთვის სწორედ რომ სტრატეგიული პარტნიორის, ევროპისა და საქართველოს ევროპული გზის დაცვას ნიშნავს".- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ. 

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობა 28 ივნისს დატოვეს. მათი მტკიცებით, ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან.

კომენტარები