ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

თრასი: პუტინის გაფრთხილების მიუხედავად NATO ფინეთსა და შვედეთში ინფრასტრუქტურას განალაგებს

ლიზ თრასი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თქმით, პუტინის მუქარა ფინეთსა და შვედეთში NATO-ს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რიტორიკაა და იგნორირებული უნდა იყოს.

თრასის თქმით, NATO ზემოხსენებულ ქვეყნებში სამხედრო ინფრასტრუქტურას განალაგებს, მიუხედავად პუტინის გაფრთხილებებისა, რომ რუსეთიც "მსგავსად" მოიქცევა.

"ჩვენ უნდა ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ამ რიტორიკას და ამის ნაცვლად, შეგვიძლია განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა იმ იარაღით, რომელიც მას ამი ომის მოსაგებად სჭირდება. დღეს ჩვენ დავაანონსეთ დამატებით 1 მილიარდი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარება უკრაინაში, რათა დავეხმაროთ მათ საკუთარი ტერიტორიიდან რუსეთის გაძევებაში და ჩვენ ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით უნდა გავამახვილოთ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნება, ვლადიმირ პუტინის რიტორიკის იგნორირებას ახდებს. პუტინი საშინელი დიქტატორია, რომელიც აწარმოებს ომს, რომელიც არც კანონიერია და არც გამართლებული. მას გასცა უკრაინაში ყველაზე შემზარავი დანაშაულების ჩადენის ბრძანება". - თქვა თრასმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თურქემენეთში ვიზიტის დროს მედიასთან საუბრის ფარგლებში დაემუქრა ფინეთსა და შვედეთს, რომლებიც, სავარაუდოდ, მალე NATO-ს წევრები გახდებიან.

პუტინის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს კონტინგენტებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურას საკუთარ ტერიტორიაზე განათავსებს, რუსეთი იძულებული იქნება "სარკისებურად" უპასუხოს და საპასუხო საფრთხე შექმნას.

კომენტარები