ისრაელი

ერთწლიანი პრემიერობის შემდეგ ნაფთალი ბენეტი პოლიტიკიდან მიდის

ნაფთალი ბენეტი

ისრაელის პრემიერმინისტრი, ნაფთალი ბენეტი პოლიტიკიდან დროებით მიდის. ბენეტმა პრემიერის პოსტი გასული წლის გაზაფხულზე დაიკავა. ინფორმაციას Times Of Israel-ი ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაციით, ბენეტი პოლიტიკიდან ახალი არჩევნების ჩატარების შემდეგ წავა, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს.

ამასთან ერთად, ბენეტი ამ საკითხზე ისრაელის მოსახლეობას ადგილობრივი დროით 8 საათზე მიმართავს. 

ისრაელის მმართველმა კოალიციამ ქნესეთის გაწვევა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გასულ კვირას გადაწყვიტა.

სამართლებრივი და სადღესასწაული შეზღუდვების გათვალისწინებით, ვადამდელი არჩევნები, ოქტომბრის ბოლოს, სავარაუდოდ 25 რიცხვში ჩატარდება. 

მას შემდეგ, რაც გაიანა რინავიე ზოაბიმ თანამდებობა დატოვა, ისრაელის მმართველი კოალიცია ქნესეთის უმცირესობაში აღმოჩნდა. დეპუტატის გადადგომის შემდეგ ქნესეთში პრემიერმინისტრის, ნაფთალი ბენეტის პარტიას 120 ადგილიდან მხოლოდ 59 დარჩა.

მანამდე, ისრაელის მთავრობა დატოვა მმართველი კოალიციის ორგანიზატორმა, იდით სილმანმა. სწორედ ამის შედეგად, კოალიციამ ქნესეთში ადგილების უმრავლესობა დაკარგა.

კომენტარები