რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 11-მდე, დაშავებულთა – 58-მდე გაიზარდა

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსეთის მხრიდან კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 58 - დაშავდა. 

თავდასხმას გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, რომელმაც აღნიშნა რომ სავაჭრო ცენტრის აფეთქება აჩვენებს რუსეთის "სისასტიკისა და ბარბაროსობის მასშტაბს".

"კიდევ ერთხელ, ჩვენი ფიქრები უკრაინაში უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებთან რჩება. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი ქმედებები მხოლოდ გააძლიერებს უკრაინასა და G7-ის ქვეყნები იდგებიან უკრაინის გვერდით იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება". - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემენჩუკში სარაკეტო თავდასხმა ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრზე მოხდა. ზელენსკის თქმით, შეტევისას სავაჭრო ცენტრში 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "მსხვერპლის რაოდენობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია".

კომენტარები