სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ბლინკენი: ოქროზე ემბარგო რუსეთს ყოველწლიურად 19 მილიარდ დოლარს დააკარგვინებს

ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ოქროზე ემბარგო, რომელიც რუსეთის მეორე ყველაზე დიდი საექსპორტო პროდუქტია ენერგორესურსების შემდეგ, მოსკოვს ყოველწლიურად დაახლოებით 19 მილიარდ დოლარს დააკარგვინებს. ამის შესახებ ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე, თუ როდის ექნება დასავლურ სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე რეალური გავლენა და დამაზიანებელი ეფექტი, ბლინკენმა ასე უპასუხა:

"[სანქციებს] დრამატული შედეგები უკვე აქვს –  ავიღოთ ოქრო, რომელზეც ემბარგოს ახლა ვაცხადებთ. ეს არის რუსეთის მეორე ყველაზე მომგებიანი საექსპორტო პროდუქტი ენერგორესურსების შემდეგ. საუბარია წლიურად 19 მილიარდ დოლარზე და მისი უმეტესი ნაწილი დიდი შვიდეულის ქვეყნებში. ასე რომ, ამ ექსპორტის შეწყვეტით, ისინი ყოველწლიურად 19 მილიარდი დოლარის შემოსავალს დაკარგავენ, რაც მნიშვნელოვანია". - თქვა ბლინკენმა.

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივნმა აღნიშნა, რომ სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას უკვე ახდენს.

"მაშინაც კი, როდესაც რუსეთი ნავთობის უფრო მაღალ ფასებში გაყიდვით შემოსავალს იღებს, ექსპორტის კონტროლის გამო ის დახარჯვას ვერ ახერხებს. რუსეთი ვერ იძენს იმას, რაც მას თავდაცვის სექტორის მოდერნიზაციისთვის, ტექნოლოგიების მოდერნიზაციისთვის, ენერგეტიკული დაზვერვის მოდერნიზაციისთვის სჭირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში, ამ სფეროების განვითარება შემცირდება". - თქვა ბლინკენმა.

კომენტარები