მოლდოვა

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ კიევში ვიზიტს გეგმავს

PRESEDINTE.MD

უკრაინული მედიის ცნობით, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ კიევში ვიზიტს გეგმავს.

"გვაქვს გეგმები, თუმცა მეტს მას შემდეგ გეტყვით, რაც ყველა დეტალი შეთანხმდება". - აღნიშნა სანდუმ, Newsmaker-ის ინფორმაციით.

ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის სპიკერმა, სერხი ნიკიფოროვმა აღნიშნა, რომ თუ ეს ვიზიტი მართლაც შედგა, უსაფრთხოების დაცვის გამო ინფორმაციას წინასწარ არ გაავრცელებენ.

სანდუ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დაწყების შემდეგ პირველად გასულ კვირას ესაუბრა. ამასთანავე, 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია.

კომენტარები