რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სავაჭრო სანქციებს აწესებს

Chris J. Ratcliffe/Bloomberg/Getty Images

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სავაჭრო სანქციები დააწესა. შეზღუდვების ჩამონათვალს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

სანქციების ახალი პაკეტის მიხედვით რუსეთში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი იკრაძალება. ასევე, თვითმფრინავის საწვავის, საწვავი დანამატების, ნავთობის გადამამუშავებელი საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი.

ამასთან, ბრიტანეთი რუსეთისთვის ფუნტ სტერლინგსა და ევროში დენომინირებული ბანკნოტების მიწოდებასაც აჩერებს.

პარალელურად, გამკაცრდება რკინისა და ფოლადის იმპორტთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარების, ფინანსური და საბროკერო მომსახურების შეზღუდვები. ასევე, სანქციები დაწესდება საზღვაო ტრანსპორტის საქონელსა და ტექნოლოგიებზე.

კომენტარები