ევროკავშირი-საქართველო

ჯაფარიძე: ივანიშვილის ოლიგარქია და ამ ქვეყნის მომავალი დასავლეთთან – შეუთავსებელია

გავმაზეთ ისტორიული შანსი. 

უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველომ - ვერ.

თუ ფიქრობთ, რომ ეს ვინმე სხვისი ბრალია, გარდა იმ ერთი ადამიანისა, რომელიც 10 წელია, აკონტროლებს აქ ყველაფერს - სულელი ხართ.

თუ ფიქრობთ, რომ ეს შემთხვევით გამოუვიდა და იტოვებთ თუნდაც 0.00000000001% შანსს, რომ გამოასწორებს და დაღმასვლა აღარ იქნება - სულელი ხართ.

ივანიშვილის ოლიგარქია და ამ ქვეყნის მომავალი დასავლეთთან, თავისუფალ სამყაროში - შეუთავსებელია.

ეს გვითხრა ევროპამ.. 

ხვალ, 20.00 საათზე რუსთაველზე.

FACEBOOK-ზე წერს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე. ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატობა მიანიჭა, საქართველოს - პერსპექტივა. 

კომენტარები