სალომე ზურაბიშვილი

კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით არის დასული სამადაშვილის დონეზე

სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დროის განმავლობაში. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით არის დასული სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას.

კომენტარები