ქართული ოცნება

კობახიძე: ივანიშვილი ოლიგარქის ცნების ქვეშ არ მოხვდება, არ არის ჩართული პოლიტიკაში, მედიაში

ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ შინაარსის მიხედვით, საქართველოში არიან თუ ოლიგარქები პოლიტიკაში ჩართული და, რა თქმა უნდა, არიან. ეს არის კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე, ჯაფარიძე – ეს არის ოთხი გვარი, რომელიც პირველი გვახსენდება. ისინი არიან პირდაპირ ჩართული პოლიტიკაში, მათ აქვთ გავლენა პირდაპირ მედიაზე და მათ აქვთ იმ განსაზღვრულ თანხაზე მეტი, რაც, მაგალითად, მითითებულია უკრაინულ კანონში. 

შესაბამისად, ჩვენ რომ დავაკოპიროთ უკრაინული კანონი საქართველოში, ეს ადამიანები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება მარტივი მიზეზის გამო – ის არ არის ჩართული არც პოლიტიკაში და არც მედიის ცხოვრებაში, ეს არის რეალობა. რეალობა არის ის, რომ ოლიგარქები არიან იქით, აქეთ არ არის არცერთი ოლიგარქი.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებში დეოლიგარქიზაცია შეიტანა.

კომენტარები