რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელარუსის უკრაინის მოსაზღვრე ოლქში სამხედრო სწავლებები დაიწყო

ბელარუსი სამხედროები

ბელარუსში, უკრაინის მოსაზღვრე გომელის ოლქში სამხედრო კომისრების სამობილიზაციო სწავლებები დაიწყო. სწავლებები 22 ივნისიდან 1 ივლისამდე გაგრძელდება. 

ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ეს სწავლებები ყოველწლიურია, თუმცა შარშან ვარჯიშები ჩატარდა მოგილიოვის ოლქში, რომელიც უკრაინას არ ესაზღვრება.

კომისარიატების წვრთნებში ჩაერთვებიან ბელარუსის სპეციალური დანიშნულების ძალებიც, რათა "ღეალობასთან მიახლოებული გარემო" შეიქმნას. 

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაცია, რომ ივნისში სამხედრო წვრთნები გაიმართებოდა, ჯერ კიდევ მაისში გავრცელდა.

რუსეთმა უკრაინაში შეჭრის დროს, კიევის მიმართულებით დაწყებულ იერიშისთვის, ბელარუსის ტერიტორიაც გამოიყენა. 24 თებერვლამდე რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა, რომელთა დამთავრების შემდეგაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის ტერიტორია არ დატოვეს.

კომენტარები