ევროკავშირი-საქართველო

იოზვიაკი: ევროპული საბჭო მზადაა პრიორიტეტების შესრულების შემდეგ საქართველოს სტატუსი მისცეს

ტაბულა

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიკაი ავრცელებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების სამიშაო ვერსიას, რომელშიც საუბარია უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე.

იოზვიაკის ცნობით, ევროპული საბჭო მზადაა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის რეკომენდაციაში ნახსენები პირობები იქნება შესრულებული.

"ევროპული კომისიის ბოლო სამუშაო ვერსიაში ნათქვამია, რომ "ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მისცეს". ასევე, ხაზგასმულია, რომ საბჭო შემდეგ ნაბიჯებს გადაწყვეტს მას შემდეგ, რაც კომისიის ნახსენები ყველა პირობა შესრულდება... ევროპული საბჭოს სამუშაო ვერსიაში ასევე ნათქვამია: ევროპული საბჭო მზადაა მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოს, როცა საქართველოს გაწევრიანების განაცხადზე კომისიის მოსაზრებაში დაზუსტებული პრიორიტეტები დაკმაყოფილდება". – წერს იოზვიაკი საკუთარ Twitter-ზე.

 

კომენტარები