რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: პუტინს რუსეთში დემოკრატიის ნაპერწკლის გაღვივების ეშინია

Reuters

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სიტყვებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მის ქვეყანაში დემოკრატიის ნაპერწკლის გაღვივების ეშინია. სწორედ ამიტომ, იგი ევროპის დაყოფასა და იმ სამყაროში დაბრუნებას ცდილობს, სადაც გავლენის სფეროები დომინირებენ. 

"რუსეთის პრეზიდენტმა უნდა აღიაროს, რომ მის სამეზობლოში არსებობს კანონზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოებები, რომლებიც სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. მას აშკარად რუსეთში დემოკრატიის ნაპერწკლის გაღვივების ეშინია". - თქვა შოლცმა. 

ამის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა წერს: "გერმანული ნაპერწკლები ჩვენზე რამდენჯერმე გავრცელდა, მეტად ხანძრებს აღარ დავუშვებთ". 

23-24 ივნისის სამიტზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

აქამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

კომენტარები