კახა კალაძე

კალაძე: ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი პარტიაა

მე იმის ილუზია და წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში,  შესაძლებელია, დეპოლარიზაცია მოხდეს. იმიტომ, რომ ეს არის, ცხადია, ყველა ოპოზიციურ პარტიასა და ოპოზიციის ლიდერებზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ, ძალიან დიდი ნაწილი არის ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი პოლიტიკური პარტია, რომელთა მთავარი მიზანი და ამოცანაც არის, რომ ჩვენი ქვეყანა როგორმე შეაფერხონ, როგორმე შეაჩერონ ამ ქვეყნის წინსვლა და განვითარება. თუმცა, ჩვენ, ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად ამის შესაძლებლობა არავის უნდა მივცეთ.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 

კომენტარები