კოლუმბია

კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კანდიდატმა პირველად გაიმარჯვა

19 ივნისს ყოფილმა მარქსისტმა პარტიზანმა, გუსტავო პეტრომ 50.5%-ით საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. მან 77 წლის პოპულისტი ბიზნესმენი, როდოლფო ერნანდესი დაამარცხა

პეტროს გეგმები უფასო უმაღლესს განათლებას, უმუშევრებისთვის გარანტირებულ სახელმწიფო სამუშაო ადგილებს, ნავთობისა და გაზის წარმოებიდან მწვანე ეკონომიკაზე გადასვლასა და ფისკალურ რეფორმას მოიცავს. ის პირობას დებს, რომ კომპანიებს აიძულებს გადაიხადონ თავიანთი მოგების 70 პროცენტი დივიდენდებში და გააძლიერონ სახელმწიფო საპენსიო ფონდები. 

პეტრო 17 წლის ასაკში ურბანული მარქსისტული დაჯგუფების, M-19-ის წევრი იყო. სწორედ ამ პერიოდში იგი იარაღის უკანონოდ შენახვისთვის დააპატიმრებენ. 1990-იან წლებში დაჯგუფება განიარაღებაზე შეთანხმდა. პეტრო, 900 სხვა პარტიზანთან ერთად, ტოვებს აჯანყებულთა ჯგუფს და პოლიტიკური პარტიას აარსებს. იგი ჯერ სენატორი და შემდეგ კოლუმბიის დედაქალაქის, ბოგოტას მერიც გახდა. 

დამარცხებული კანდიდატი, რუდოლფო ერნანდესი კი ბიზნესმენია, რომელიც კამპანიისას მთავარ მიზნად კორუფციასთან ბრძოლას ასახელებდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერობისას საკუთარი შვილის ლობირებული კომპანიის არალეგალურ მხარდაჭერაში ედება ბრალი. ერნანდესმა უკვე გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც მარცხი აღიარა. 

კომენტარები