საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე დეოლიგარქიზების მოთხოვნაზე: კომისია ივანიშვილს არ გულისხმობს, ის ფილანტროპია

ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცხრა წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს დაა ქართულ სახელმწიფოს. მაგალითად, სააკაშვილი არის ერთერთი ცნობილი ოლიგარქი, და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა. მან თავის ნებით გააკეთა პრინციპში ეს ყველაფერი, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში.

კეზერაშვილი, მეორე ოლიგარქი, მასზეც არის, რა თქმა უნდა, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და, რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი. ყველა საკითხს შევეხებით ბუნებრივია, ოლიგარქების დასრულება არის ბუნებრივია, ქართული სახელმწიფოს ერთერთი უმთავრესი ამოცანა.

ვერანაირი ფაქტით და არგუმენტით ეს [ბიძინა ივანიშვილი] ვერ იქნებოდა ნაგულისხმევი და არც არის ნაგულისხმევი, ბუნებრივია. ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი, თავისი კონკრეტული წარსულით და გარდა ბიზნესმენისა, ის არის ფილანტროპი და ქველმოქმედი, გარდა ამისა, მან 2012 წელს დაასრულა სისხლიანი რეჟიმი, აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება საუბარი აქ ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძარცვეს ეს ქვეყანა 9 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი ამ დოკუმენტში და არამარტო, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ოლიგარქებისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა". ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხოლო საქართველოს ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას ანიჭებს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, საქართველოს სტატუსის მისაღებად შესაბამისი წინაპირობების შესრულება დასჭირდება. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებში დეოლიგარქიზებაც შეიტანა.

კომენტარები