Axis Towers

მეჟევიძე: თანაინვესტირების ფონდის ჩართულობამ გახადა შესაძლებელი Axis Towers-ის განხორციელება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Axis Towers-ი გაიხსნა. უნიკალური არქიტექტურით, მასშტაბითა და მრავალფუნქციურობით, Towers-ი დედაქალაქის გამორჩეული ადგილი ხდება. Axis Towers-ი 5 დეველოპერულ მიმართულებას - სასტუმრო, საცხოვრებელ, ბიზნეს, გასართობ და რეკრეაციულ ფუნქციებს აერთიანებს. 

"2013 წლამდე, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ექუითი ინვესტირების ინსტიტუტი, პრაქტიკულად, არ არსებობდა. თანაინვესტირების ფონდი გახდა ძალიან კარგი შესაძლებლობა გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტებისთვის. ეს  მნიშვნელოვანია ასეთი მასშტაბური ტიპის დეველოპმენტისთვის, როგორიც Axis Towers-ია. 

სწორედ ფონდის ჩართულობამ გახადა შესაძლებელი, რომ Axis Towers-ი განხორციელებულიყო ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო, მთელი თავისი მასშტაბით, ფუნქციების მრავალფეროვნებითა და უზარმაზარი ინფრასტრუქტურით".  - განაცხადა პროექტის ავტორმა, დეველოპერმა და Axis-ის დამფუძნებელმა, ალექსანდრე მეჟევიძემ. 

აღსანიშნავია, რომ Axis Towers-ის პროექტი 2005 წელს დაიწყო და 2008 წლიდან, რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. პროექტი, თანაინვესტირების ფონდის ჩართულობით, 2015 წელს განახლდა. 

კომენტარები