ისრაელი

სამი შეიარაღებული პალესტინელი ისრაელის თავდაცვის ძალებთან შეტაკებისას დაიღუპა

ისრაელისა და პალესტინის ოფიციალური პირების ცნობით, დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში ისრაელის ძალებთან შეტაკებისას სამი შეიარაღებული პალესტინელი დაიღუპა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია სამი და დაჭრილია 8 მოქალაქე, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქალაქში გოლანის სადაზვერვო განყოფილების ჯარები მოქმედებდნენ, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს და ასაფეთქებელი მოწყობილობები ესროლეს. სამხედროებმა დაადგინეს, რომ მათ მანქანიდან ესროდნენ. ჯარისკაცებმა ცეცხლის წყაროს ალყა შემოარტყეს და "შეიარაღებული პირები გაანეიტრალეს".

თავდაცვის ძალების ცნობით, ჯარისკაცებმა მანქანაში აღმოაჩინეს M-16 და კარლოს ტიპის ტყვიამფრქვევი.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სურათებზე ნაჩვენებია სისხლით შეღებილი მანქანა, რომლის ფანჯარაც ტყვიებითაა დაზიანებული.

პალესტინურმა მედიამ დაღუპულთა იდენტიფიცირება შეძლო. ასობით მაცხოვრებელი ჯენინის საავადმყოფოს წინ შეიკრიბა, სკანდირებდნენ - "ღმერთი დიადია" და შურისძიებას მოითხოვდნენ.

კომენტარები