აშშ-რუსეთი

პესკოვი: აშშ-სთან ძველებური ურთიერთობა აღარ გვექნება, ხისტი ურთიერთობა გვექნება

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის ურთიერთობა აშშ-სთან უფრო ხისტი გახდება, ძველებური სახის აღარ იქნება.

"დიახ, მათთან სხვანაირი ურთიერთობა გვექნება ძველებური ურთიერთობა აღარ გვექნება. მათთან ხისტი ურთიერთობა გვექნება". – თქვა კრემლის სპიკერმა აშშ-სთან ურთიერთობაზე. 

ამას გარდა, პესკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობა მაინც მოუწევთ.

"სინამდვილეში, აშშ-მ უკვე იმდენი რამ ჩაიდინა, რომ დიდი ხნის წინ შეიძლებოდა ამის გაკეთება (დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა). თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აშშ არსად წავა, აშშ-სთან ჩვენ ცხოვრების გაგრძელება მოგვიწევს. მათთან ურთიერთობა მაინც მოგვიწევს". – თქვა პესკოვმა. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-ს მიერ მოსკოვისთვის სანქციების დაწესებამ და კიევისთვის შეიარაღების მიწოდებამ ორ ქვეყანას შორის აქამდე უკვე რთულ ვითარებაში მყოფი ურთიერთობები გააუარესა.

კომენტარები