საქართველო-ევროკავშირის

მაკრონი: უკრაინა-მოლდოვას ვერ განვაცალკევებთ, საქართველო სხვა გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია

საფრანგეთისა და მოლდოვას პრეზიდენტები

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოლდოვას პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინისა და მოლოდვას ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ამასთან ერთად, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა მათგან განასხვავა.

"მინდა, რომ მკაფიო და პოზიტიური სიგნალები გამოვგზავნო, მაგრამ წევრებს შორის ერთსულოვნება უნდა დავამყაროთ. არ მგონია რომ ჩვენს პერსპექტივაში მოლდოვისა და უკრაინის განცალკევება შესაძლებელია...

[...] საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც მეგობრული და გეოგრაფიულად ახლო ერები არიან, გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფებიან". – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები