სალომე ზურაბიშვილი

წულუკიანი ზურაბიშვილზე: მან ესროლა მთავრობას და ტყვია მოხვდა ქვეყანას

მან ესროლა მთავრობას და, სინამდვილეში, ტყვია მოხვდა ქვეყანას. მე ასეთი განცდა დამრჩა. მას უნდოდა მთავრობის დაზიანება, მაგრამ პირდაპირ მიეძღვნა, ალბათ, მისდა უნებურად, მისი ნათქვამები და ბრიფინგი არა მთავრობის დაზიანებას, არამედ დაზიანებას იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ ის სტატუსი, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით და, როგორც მან თქვა, ისიც მიისწრაფვის და მე ამის მჯერა.  

მე არ ვიცი მიზეზი, მაგრამ მისი ბრიფინგი ეძღვნებოდა მთავრობის დაკნინებას, იმის ძახილს, რომ მთავრობა არის მატყუარა, მან ეს პირდაპირ თქვა. [...] არ მოგვეწონა, რომ მან ძალიან ბევრი უსამართლო დარტყმა განახორციელა მთავრობაზე, მაშინ, როდესაც შეგვახსენა ტრადიციები. მოკლედ, აღარ ვიცით რას მივდიოთ. ტრადიციები შეგვახსენა, არ იცითო. თუ ტრადიციებზე მიდგა საქმე, მე ასეთი ქართული ტრადიცია ვიცი, რომ წინა თაობის წარმომადგენელი, ის 70 წლის ქალბატონი გახლავთ, ჩვენზე ბევრად გამოცდილი და ჩვენზე ბევრად წინ მყოფი ბევრი რაღაცის გამო, თუნდაც ასაკით. მე ასეთი ქართული ტრადიცია მახსოვს, რომ წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო. მე მოველოდი სულ სხვა რაღაცას წინ მყოფი კაცისგან, რომ მისი შვილის ასაკის მინისტრებისა და პრემიემრინისტრისთვის ხიდი ყოფილიყო - პირიქით, მოტრიალდა და გვესროლა, მაგრამ ეს ტყვია ჩვენ არ მოგვხვდა, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვეკუთვნის. ეს მოხვდა იმ საქმეს, რომლისთვისაც ის ცდილობდა ჩვენს გაერთიანებას - ანუ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას და ამით პირდაპირ დაჯდა ოპოზიციის დესტრუქციულ ნარატივზე

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუზე. 

კომენტარები