სალომე ზურაბიშვილი

კობახიძე: თუ ვინმეს უნდა მეორე ფრონტის გახსნა, ზურაბიშვილს არავინ ეტყვის

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემა მოგონილია. როგორც მან განაცხადა, ვციტირებ, "მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე არ არსებობს". ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ხოლო თბილისიდან 40 კილომეტრში არა NATO-ს, არამედ რუსეთის ჯარი დგას. რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა. ვინ ითხოვდა ამ ნაბიჯების გადადგმას, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კარგად მოიკითხოს. 

აღარაფერს ვამბობთ რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი ტელევიზიების, NGO-ებისა და ცალკეული უცხოელი პარტნიორების რიტორიკაზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ამ აზრის მომწიფებას ისახავდა მიზნად. სალომე ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არავითარი ბერკეტი არა აქვს, საბედნიეროდ.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე. ზურაბიშვილმა გუშინ, 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე არ არსებობს და, მისივე სიტყვებით, ეს საქართველოსგან არავის მოუთხოვია. 

კომენტარები