16 ივნისის აქცია

ლომჯარია: სადაც იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ყველგან უნდა მივიდეთ

მე ვფიქრობ, რომ ახლა არ ნამდვილად არაა დრო, რომ საზოგადოება დაიყოს. პირიქით, მოუწოდებ მოქალაქეებს, რომ ყველგან სადაც იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ჩვენ ალბათ ყველგან უნდა მივიდეთ და არ უნდა დავიღალოთ, იქნება ეს 2, 3 თუ 4 შეკრება, რამდენიც საჭირო იქნება იმისათვის, რომ ევროპას დავანახოთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა. ასევე, ეს აქციები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ჩვენს ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ხალხი ითხოვს იმ რეფორმების განხორციელებას, რაც დაგვაახლოებს ევროპასთან. ვფიქრობ, ყველა შესაძლებლობა საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს.

ამბობს სახახლო დამცველი, ნინო ლომჯარია. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და პარტიებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ფონზე, პარტიების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გაემიჯნა, ნაწილმა კი მოქალაქეებს ორივე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

კომენტარები