ბიძინა ივანიშვილი

კახაძე: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ცხოვრებით ღირსების ორდენზე მეტი დაიმსახურა

ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის გადაცემა კარგი ინიციატივაა, მე სიამოვნებით დავუჭერდი მხარს ამას, იმიტომ რომ მან თავისი ცხოვრებით ორდენზე მეტი დაიმსახურა. ბიძინა ივანიშვილს მოპოვებული აქვს ძალიან დიდი ნდობა თავისი ხალხის მიერ. ხალხსაც და ბატონ ბიძინასაც, ორივეს აქვთ ერთმანეთის ნდობა. იციან, როგორ უნდა შეუდგნენ ერთმანეთის გაჭირვების დროს. ივანიშვილი მთელი ცხოვრება მუდმივ გამოწვევებში იყო. არცერთი გამოწვევა მისთვის ახალი არ არის. ამიტომ, მან კარგად უწყის, როგორ უნდა გაიაროს ამ დიდი ქარტეხილების დროს. იცის, როგორ უნდა გაამხნევოს სხვები, იცის თანადგომის ძალიან დიდი ფასი და თვითონ მთელი ცხოვრება სხვისი თანამდგომი იყო.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ. ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ემხრობა. ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ კი პეტიცია შექმნა სახელწოდებით: "მიენიჭოს ბიძინა ივანიშვილს ღირსების ორდენი". 

კომენტარები