ევროპარლამენტში განხილვა იყო ძალიან მძიმე მოსასმენი, ასეთი კრიტიკული გამოსვლები ევროინტეგრაციის ასეთ კრიტიკულ მომენტში, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავრწმუნდით, საქართველოს საზოგადოება დარწმუნდა, რომ ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს ჩვენს ქვეყანას და იმ გზას, რომელიც გვინდა რომ გავიაროთ ევროპისკენ აქვს მხარდაჭერა. ამავე დროს, ასევე დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ნათელია, რომ მთავარი შემაფერხებელი ამ გზაზე არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მისი პოლიტიკა, განსაკუთრებით ეს ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და აქ ნათელი მაგალითები იყო, ყველაზე მწვავე ნიკა გვარამიასა და მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, ზოგადად ის ძალადობა, პოლარიზაცია, მედიაზე ზეწოლა, დევნა და ა.შ, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან.
საქართველო-ევროკავშირი
წერეთელი: საქართველოს ევროინტეგრაციის მთავარი შემაფერხებელი ოცნებაა, ეს ყველასთვის ნათელია
tbl.ge/619n
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი. გუშინ, 8 ივნისს, ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე იმსჯელეს.
ამავე თემაზე
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
- ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი
- კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას
- დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას შეეხება - ევროკომისიის სპიკერი დიალოგზე




