რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ევროკავშირში გასაწევრიანებლად ანდჟეი დუდამ სამხრეთ ევროპაში ტური დაიწყო

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა

უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ტური დაიწყო. ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დუდასთან ერთად სლოვაკეთის პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა უნდა წასულიყო, თუმცა მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ანდჟეი დუდა ჯერ პორტუგალიაში ჩავა, სადაც პრემიერმინისტრს, ანტონიო კოსტას შეხვდება, ხოლო შემდგომ იტალიაში გაემგზავრება და ქვეყნის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას შეხვდება.

კომენტარები