რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბელარუსში სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნის წვრთნები დაიწყო

ბელარუსი სპეცრაზმელები მინსკში
Nikolai Petrov/BelTA Pool Photo via AP

ბელარუსში სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნის წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას ბელარუსული სამთავრობო მედია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

საბრძოლო მზადყოფნის წვრთნები სამხედრო სამსახურში მორიგი გაწვევისა და საწყისი სამხედრო მომზადების პროგრამის შემუშავების შემდეგ დაიწყო.

უკრაინის გენერალური შტაბის გასული დღის ცნობით, ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან განლაგებული არიან რუსეთის ფედერაციის სამხედროები, რომლებიც შეიარაღებული არიან Искандер-М-ისა და Панцирь-С1-ის სარაკეტო სისტემებით.

ამას გარდა, უკრაინის გენშტაბი წერს, რომ ნახსენები სისტემების გარდა განლაგებულია С-400-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები და ტაქტიკური და ოპერაციული თვითმფრინავები. 

ომის პირველ ფაზაში რუსეთის ფედერაციამ ბელარუსის ტერიტორია უკრაინაზე, კიევის მიმართულებით თავდასასხმელად გამოიყენა.

კომენტარები