მაიმუნის ყვავილი

გამყრელიძე: მაიმუნის ყვავილის ვირუსის ერთ სავარაუდო შემთხვევას ვიკვლევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის ორ სავარაუდო შემთხვევას იკვლევენ, აქედან ერთის პასუხი უარყოფითია, ხოლო მეორე შემთხვევაზე კვლევა ამ დრომდე გრძელდება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძე რადიო თავისუფლებას ესაუბრა.

"გაძლიერებულია ზედამხედველობა ვირუსულ დაავადებებზე. ჯერჯერობით ერთი შემთხვევა უარყოფილია და ერთის კვლევა მიმდინარეობს". - ამბობს ამირან გამყრელიძე.

რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილზე – NCDC-ის განმარტება

მაიმუნის ყვავილის სიმპტომები ჩვეულებრივი ყვავილის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (უპირატესად 7-14 დღე).

კომენტარები