NATO

ბალტიის ზღვაში ფინეთისა და ნორვეგიის მონაწილეობით NATO-ს მასშტაბური წვრთნები დაიწყო

Baltops 2020
nato.int

ბალტიის ზღვაში დაიწყო NATO-ს ყოველწლიური მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომლებშიც ალიანსში შესვლის მსურველი ფინეთი და შვედეთიც მონაწილეობენ.

წვრთნები, რომელთაც აშშ უძღვება, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 7000 მეზღვაური, საჰაერო ძალების წარმომადგენელი და საზღვაო ქვეითი 16 სხვადასხვა ქვეყნიდან.

BALTOPS-ის საზღვაო წვრთნები 1972 წელს დაიწყო და ყოველწლიურია, ეს არ არის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების საპასუხო რეაქცია. ამას გარდა, BALTOPS 22-ში მონაწილეობს 45 ხომალდი და 75 თვითმფრინავი. წვრთნებს შვედეთი მასპინძლობს.

წვრთნების გახსნის ცერემონიაზე, აშშ-ს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ მილიმ ხაზი გაუსვა ჰელსინკისა და სტოკჰოლმის მთავრობების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის აუცილებლობას. 

"ჩვენთვის, შეერთებული შტატებისთვისა და NATO-ს სხვა ქვეყნებისთვის, მნიშვნელოვანია ამ წვრთნებით გამოვხატოთ სოლიდარობა ფინეთისა და შვედეთის მიმართ". – თქვა მილიმ.

კომენტარები