უეფას ერთა ლიგა

საქართველოსთან მარცხის შემდეგ ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი გადადგა

ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, იასენ პეტროვი მისი გუნდის საქართველოსთან მარცხის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ პეტროვმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ყველას ბოდიშს ვუხდი, ნაკრებიდან მივდივარ. მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ. ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა". - თქვა პეტროვმა მატჩის შემდეგ.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში ბულგარეთის ნაკრები სტუმრად 2:5 დაამარცხა და 6 ქულით ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

კომენტარები