მატარებლის ავარია

გერმანიაში მატარებლის რელსებიდან გადავარდნის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში, ბავარიის რეგიონში მატარებლის რელსებიდან გადავარდნის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, 30 კი - დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

მატარებელს სტუდენტები მიუნხენის მიმართულებით მიჰყავდა, როდესაც სამი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის, შტეფან ზონთაგის ცნობით, შემთხვევის დროს მატარებელში 60 ადამიანი იმყოფებოდა, დაშავებულთაგან 15 - მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მკურნალობს.

ადგილობრივი პოლიციის სპიკერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია მატარებლის რელსებიდან გადასვლა.

კომენტარები