ვენეციის კინოფესტივალი 2022

კატრინ დენევს ვენეციის კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცემა

Variety

79-ე ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე კატრინ დენევს საპატიო ოქროს ლომს გადასცემენ.

"სამსახიობო ნიჭი და ასევე დახვეწილი, იშვიათი სილამაზე არის ის მახასიათებლები, რომლებიც დენევს დაეხმარა, გამხდარიყო ფრანგული კინოს სიმბოლო". – ამბობს სპეციალურ განცხადებაში ფესტივალის დირექტორი, ალბერტო ბარბერი.

მსახიობისთვის ეს რიგით მეორე ვენეციის ჯილდოა, 1998 წელს დენევმა ფილმ ვანდომის მოედანში შესრულებული როლისთვის ოქროს ლომი მიიღო.

60-წლიანი კარიერის განმავლობაში კატრინ დენევმა ათობით როლი შეასრულა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ფრანსუა ტრიუფო, რომან პოლანსკი, ლუის ბუნუელი, ჟაკ დემი, ფრანსუა ოზონი და სხვები. მსახიობი ორი სეზარის მფლობელია, ასევე, მიღებული აქვს ოსკარისა და BAFTA-ს ნომინაციები. 

ვენეციის წლევანდელი კინოფესტივალი 31 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. დენევის მსგავსად, საპატიო ოქროს ლომს მიიღებს ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი, პოლ შრაიდერი.

კომენტარები