ილია ელოშვილი

თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას თბილისის მერიაში დაუდასტურეს. 

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.   

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

ილია ელოშვილი თბილისის მერის მოადილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. მანამდე, ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი ენერგეტიკის მინისტრი იყო. 

კომენტარები