რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სერბეთი რუსეთთან ბუნებრივი აირის 3 წლიან შეთანხმებას გააფორმებს

სერბეთის პრეზიდენტმა, ალეკსანდარ ვუვიჩმა რუსეთთან სამწლიალიანი ბუნებრივი აირის შეთანხმება დააანონსა. სერბულ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში ვუვიჩმა აღნიშნულ შეთანხმებას "ხელსაყრელი" უწოდა. 

ვუვიჩის თქმით, მას შემდეგ, რაც გაზპრომთან 10 წლიანი კონტრაქტი ამოიწურება, სერბეთი ახალ, 3 წლიან შეთანხმებას გააფორმებს.

"ეს ეჭვგარეშე ყველაზე დაბალი ფასია მთელს ევროპაში. რაზეც ჩვენ შევთანხმდით, მე და პუტინი, ძალიან ხელსაყრელია სერბეთისთვის და შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთ კონტრაქტს გავაფორმებთ, პირველ ნაწილს, რომელიც 3 წლიანია". – თქვა ვუვიჩმა.

სერბეთი არ არის არც NATO-ს და არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ის თითქმის სრულად არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. 

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ გაეროს ორ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, რომლებიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, სერბეთმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროპული ქვეყნები რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად ალტერნატივებს ეძებენ. 

რამდენიმე კვირის წინ, ევროკავშირმა $221 მილიარდის ღირებულების გეგმა წარადგინა, რომელიც ქვეყნებს რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარების შემცირებაში დაეხმარება. 

მარტში პუტინმა ხელშეკრულების პირობები შეცვალა და  "არამეგობრული" ქვეყნებისგან ენერგორესურსების საფასურის რუბლში გადახდა მოითხოვა. ევროკავშირის ლიდერებმა მოსკოვის ამ ნაბიჯს "შანტაჟი" უწოდეს.

ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარის გამო, რუსეთმა ფინეთს, ბულგარეთსა და პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. 

კომენტარები