დოჰას ინტერრელიგიური დიალოგის კონფერენცია

დოჰას ინტერრელიგიური დიალოგის კონფერენციაზე მალხაზ სონღულაშვილმა გაიმარჯვა

Evangelical-Baptist Church of Georgia

დოჰას ინტერრელიგიური დიალოგის საერთაშორისო ცენტრმა 2022 წლის გამარჯვებულები გამოაცხადა, მათ შორისაა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, მალხაზ სონღულაშვილი. ორგანიზაციის განმარტებით, შერჩეული სამი პიროვნება და სამი ინსტიტუტი აქტიურად მუშაობდნენ რელიგიებს შორის დიალოგის გაძლიერებასა და ღირებულებით კონსოლიდაციაზე. 

გამარჯვებულები არიან მოჰამედ ხალიფა ჰასანი ეგვიპტიდან, საბრინა ლეი იტალიიდან, ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი საქართველოდან.

დოჰას ინტერრელიგიური დიალოგის კონფერენციის პლენარულ სესიაზე სიძულვილის ენასთან ბრძოლის საკითხი განიხილეს. ასევე, რელიგიის მიმდევრებმა ისაუბრეს, თუ როგორ ახალისებს ძალადობასა და დანაშაულს სიძულვილის ენა.

კატარის საინფორმაციო სააგენტოს (QNA-ის) ხელმძღვანელმა, მოჰამედ ხალიფა ჰასანმა აღნიშნა, რომ საჭიროა სიძულვილის ენას დავუპირისპირდეთ საგანმანათლებლო კურიკულურუბის, ტოლერანტობის ღირებულების მიღებით, რელიგიათა, კულტურათა და ცივილიზაციათა შორის დიალოგის წახალისებით.

კომენტარები