ავტოსაგზაო შემთხვევა

მარნეულში მანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა – ბავშვი და მძღოლი დაიღუპნენ

მარნეულის რაიონის სოფელ აღამამადლში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ არასრულწლოვანს შეეჯახა, შემდეგ კი ღობეს. ბავშვიც და მძღოლიც დაიღუპნენ.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებით დეტალებს ელოდება.

კომენტარები