საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

კრამონი საქართველოზე: ევროპულ ოჯახში მოგესალმებით, როცა დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნდებით

ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის დამოუკიდებლობის ფასი. გასულ საუკუნეში თქვენ ის ორჯერ გამოაცხადეთ. პირველად, რუსეთის იმპერიისგან და მეორედ, საბჭოთა კავშირისგან. დამოუკიდებლობა ადვილი არ არის, ის ბრძოლასა და ბევრ შრომას მოითხოვს.

ამ რთულ პერიოდში საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ, საქართველოს მეგობრები რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმსა და ე.წ. არჩევნებს არასოდეს ვაღიარებთ. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად თქვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში.

დამოუკიდებლობა აგრეთვე ნიშნავს თქვენს აწმყოზე პასუხისმგებლობის აღებასა და თქვენი მომავლის განსაზღვრას. ქართველების უმრავლესობამ ევროპული მომავალი აირჩია. თქვენი ღირებულებებითა და იდენტობით, მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, როდესაც დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნდებით.

წერს ტვიტერზე გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი.

კომენტარები