პაკისტანი

პაკისტანის გადაყენებული პრემიერმინისტრი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს

REUTERS/Akhtar Soomro

პაკისტანის გადაყენებულმა პრემიერმინისტრმა, იმრან ხანმა მხარდამჭერების საპროტესტო მსვლელობა მას შემდეგ დაშალა, რაც მათ პარლამენტის შენობასთან პოლიციასთან შეტაკება მოუვიდათ. თუმცა, მისი თქმით, თუ არჩევნები 6 დღეში არ დაინიშნება, პროტესტი გაგრძელდება

"თქვენ ექვს დღეს გაძლევთ. გამოაცხადეთ არჩევნები 6 დღეში". - თქვა ხანმა მიმართვისას. 

ხანმა ათასობით მხარდამჭერი შეკრიბა და არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით დედაქალაქის ნაწილის ბლოკირებასაც გეგმავს. 

10 აპრილს იმრან ხანს უნდობლობა პარლამენტის ქვედა პალატამ გამოუცხადა. მისი თქმით, ეს პროცესი მართული იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და პაკისტანის სამხედრო ელიტის მიერ. 

მანამდე, მთავრობა ხანის მხარდამჭერებს ნებას არ აძლევდა, აქცია გაემართათ. უზენაესმა სასამართლომ პოლიციას მოსთხოვა ქალაქში შესასვლელის ბლოკირება შეეწყვიტა. ამასთანავე, დემონსტრანტებისთვის მიეცათ სპეციალური ღია სივრცე აქციის გასამართად.

მომიტინგეებმა არ შეასრულეს სასამართლოს ბრძანება და დემონსტრაცია დედაქალაქის ცენტრში გამართეს, სადაც პოლიციასთან შეტაკება მოუწიათ. საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტი გამოიყენა. დააკავეს ასობით მომიტინგე, რომლებმაც ცეცხლი წაუკიდეს ხეებს, მანქანებს, მაღაზიებსა და ავტოსადგურებს. მინიმუმ 18 პოლიციელი და ჯარისკაცი დაიჭრა. 

კომენტარები