შოტლანდია

შოტლანდიის ეკლესიამ ერთი და იმავე სქესის წყვილების საეკლესიო ცერემონიით ქორწინება დაუშვა

შოტლანდიის ეკლესიის საერთო ყრილობაზე მხარი დაუჭირეს საეკლესიო კანონის ცვლილებას, რომლის შედეგადაც ერთი და იმავე სქესის წყვილები საეკლესიო ცერემონიით დაქორწინებას შეძლებენ.

ამავდროულად, სხვადასხვა წოდების სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ნებაყოფლობით გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების რიტუალში.

ედინბურგში ჩატარებულ კენჭისყრაზე ცვლილებას მხარი გენერალური ასამბლეის 274-მა წევრმა დაუჭირა, 136 კი წინააღმდეგი იყო.

გენერალური ასამბლეის მოდერატორის, მეუფე იაინ გრინშილდსის თქმით, რომ შოტლანდიის ეკლესია საკმაოდ დიდი ეკლესიაა და ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების საკითხის შესახებ ეკლესიის წევრებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

"ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში მიმდინრეობდა ხანგრძლივი და ღრმა დისკუსია, რომლის მიზანიც ისეთი გამოსავლის პოვნა იყო, რომელიც პატივს სცემს მრავალფეროვნებას და ამავდროულად, აფასებს ყველა რწმენას. ეკლესიას სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ ამ საკითხზე წარმოებული დისკუსიები ცივილური იყო და მონაწილეები, რომლებსაც განსხვავებული ხედვები აქვთ, ერთმანეთის აზრს პატივს სცემენ". - აღნიშნა გრინშილდსმა.

ამ გადაწყვეტილებით შოტლანდიის ეკლესია დიდ ბრიტანეთში ყველაზე დიდი ეკლესია გახდა, რომელმაც ერთი და იმავე სქესის წყვილებს ქორწინება დაუშვა.

კომენტარები