ევროპული საქართველო

ბოკერია: EU-ს კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ, ოცნების პირობებში გაწევრიანების შანსი 0-ია

მნიშვნელოვანია, განვმარტოთ, რატომ არის არსებითი განსხვავება ევროკავშირის წევრობასა და კანდიდატობას შორის, იმიტომ, რომ შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ მოდი ახლა, იქნებ "მოტყუვდეს" ეს ევროპა, გავძვრეთ და შევიდეთ ევროკავშირშიო. 

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა პრაქტიკულად არ ნიშნავს გარანტიას, რომ შენ მისი წევრი გახდები. იხილეთ თურქეთის მაგალითი, რომლის წევრობის საკითხიც მოიხსნა. იქაც კი, სადაც გეოგრაფიული კითხვის ნიშნები არ არსებობს, და საქართველოსთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ასეთი კითხვები არსებობს, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი გაჩერებულია იმის გამო, რომ ქვეყანა არ არის გარდაქმნილი. ვგულისხმობ, მაგალითად, ბალკანეთის ქვეყნებს. 

ამით იმის თქმა მინდა, რომ ასეთი რეჟიმის და ამ რეჟიმის კურსის პირობებში საოცრებაც რომ მომხდარიყო, და სამწუხაროდ, ასე გამოიყურება, რომ ეს საოცრება ვერ მოხდება, და მოეცათ ჩვენთვის კანდიდატობის სტატუსი, თავისუფალ სამყაროში დაბრუნების და NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არის ნული. ამიტომ, მოდით, ეს ბუნდოვანება არ შევქმნათ. 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ამის შესახებ TV პირველის ეთერში ისაუბრა. საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად განაცხადი აქვს შევსებული. 

კომენტარები