რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ზელენსკი: შოლცთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება განვიხილეთ

[ოლაფ შოლცთან] პროდუქტიული საუბარი მქონდა. განვიხილეთ ფრონტზე არსებული სიტუაცია, რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაგრძელება, სანქციების გამკაცრება და მშვიდობის მიღწევის პერსპექტივები. 

ჩვენ ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას, განსაკუთრებით, თავდაცვის საკითხში. ველით გერმანიის შემდგომ მხარდაჭერას ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის გზაზე.

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან საუბრის შემდეგ.

კომენტარები