ნიკა გვარამიას საქმე

ნათელაშვილი გვარამიაზე: იმედია, ოპოზიცია ახლა მაინც დატოვებს პარლამენტს

რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში დასრულებული ფორმა მიიღო. ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი დააპატიმრეს. ივანიშვილის პირად პოლიტიკურ პატიმრებს კიდევ ერთი შეემატა - ნიკა გვარამია. იმედია, ჩვენი დასავლელი მოკავშირეები ახლა მაინც დარწმუნდებიან, რომ ტირანი ივანიშვილისთვის დაუყოვნებლივი სანქციებია საჭირო და გადაწყვეტენ, ვისთან სურთ მოკავშირეობა, ქართველ ხალხთან თუ პუტინ-ლუკაშენკოს მოკავშირე რეპრესიულ რეჟიმთან, რომელიც პუტინის მილიარდებით მსუყედ აფინანსებს თავის ვაი-ატლანტიკურ ლობისტებს. P.S იმედია, ოპოზიცია ახლა მაინც დატოვებს პარლამენტს, ვინც თავს ასეთად თვლის, რა თქმა უნდა.

წერს სოციალურ ქსელში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი. მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები