მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ზურაბიშვილი: სააკაშვილის შეწყალებაზე რაც მქონდა სათქმელი, უკვე ვთქვი

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია შეწყალებას არ ეხება. ამაზე რაც მქონდა სათქმელი, მე უკვე ვთქვი. მიმაჩნია, რომ ყველა შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს რეპუტაციისთვის დღეს აუცილებელია, რომ რაც საჭიროა ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტსა და ქვეყანას. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრის დროს.

კომენტარები