ანა პოლიტკოვსკაია

ანა პოლიტკოვსკაიას შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ

Befunky

ნოვაია გაზეტას ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ. პროექტის სამუშაო სახელია Mother Russia. პოლიტკოვსკაიას როლს ბრიტანელი მსახიობი მაქსინ პიკი შეასრულებს.

ფილმს რეჟისორი ჯეიმს სტრონგი გადაიღებს. ნოვაია გაზეტას მთავარი რედაქტორის, დმიტრი მურატოვის როლს ოსკარის ნომინანტი მსახიობი, კირან ჰაინდსი შეასრულებს. პოლიტკოვსკაიას ქმარს ჯეისონ აიზეკსი ითამაშებს.

პოლიტკოვსკაია ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი იყო, რომელიც ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებდა.

ანა პოლიტკოვსკაია მოსკოვში საკუთარი სახლის სადარბაზოში 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს. 2015 წლის ივნისში მოსკოვის სასამართლომ ჩეჩნეთის მკვიდრნი, ლომ-ალი გაიტუკაევი და რუსტამ მაჰმუდოვი მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო. სულ აღნიშნულ საქმეზე თავისუფლების აღკვეთა ხუთ პირს მიესაჯა.

2017 წლის ივნისში გაიტუკაევი ციხეში გარდაიცვალა. მკვლელობის დამკვეთის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. 

2018 წელს სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას ანა პოლიტკოვსკაიას ნათესავებისთვის მორალური ზიანის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით 20 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

კომენტარები