Credit Suisse Group AG

მდინარაძე: ივანიშვილმა 2012 წელს თავი გადადო, მატერიალური მხარით მისი შანტაჟი შეუძლებელია

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკითხის აქტუალიზაციასთან დაკავშირებით საყოველთაო კონსენსუსი იყო. ჩემი აზრით, ომისა და ღალატის პარტიასაც ძალიან აწყობდა ამ თემის აქუალიზაცია, რადგანაც გუშინ მათი ყველა მთავარი გამოშვება ამ თემით გაიხსნა. ვფიქრობ, ვერსიას, რომ გარკვეულ კოორდინირებულ მოქმედებას აქვს ადგილი, აქვს არსებობის უფლება და ლეგიტიმაცია ამ ვერსიას აქვს. მაგრამ თუ ეს ასეა და ამ ვერსიას თუ მივყვებით, ვინც ეს დაგეგმა, არ გაითვალისწინა ერთი მთავარი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საკუთარი თავი გადადო და მატერიალური მხარით მისი შანტაჟი, ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ არის შეუძლებელი. ვინმეს თუ აინტერესებს, რომ სხვა მხრიდან მოუაროს ამ სიტუაციას, აქვს ამ ქვეყნის ომში ჩართვის სურვილი და მცდელობა, გარანტირებულად შეგვიძლია, ყველას ვუთხრათ, რომ ომი ამ ქვეყანაში არ იქნება; ხელისუფლება უზრუნველყოფს ამ პოლიტიკას. ამ ჩვენს მოსაზრებას, ჩვენს სურვილს ეთანხმება გაცილებით მეტი ადამიანი ამ ქვეყანაში, ვიდრე უშუალოდ ხელისუფლებას უჭერს მხარს; ადამიანები ამბობენ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკა ამ ქვეყანაში ამ მიმართულებით არის სწორი, ბუნებრივია, ეს ასეც იქნება და ვერანაირი სხვა გზებით ვერავინ მოახერხებს, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიხედვით, ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ისაუბრა.

კომენტარები