ამერიკის შეერთებული შტატები

კარინ ჟან-პიერი თეთრი სახლის პირველი შავკანიანი პრესმდივანი გახდება

კარინე ჟან-პიერი, თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ახალი პრესმდივანი აირჩია. პოსტი, პირველად, შავკანიანმა და LGBT თემის წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა დაიკავა.

ჯო ბაიდენის არჩევის შემდეგ, 44 წლის ჟან-პიერი ადმინისტრაციის პრესმდივნის მთავარ მოადგილედ მუშაობდა, ხოლო მალე ჯენ ფსაკის ჩაანაცვლებს. ფსაკმა ახალ პრესმდივანს წარმატებები უსურვა და მისი მიღწევები არაერთხელ აღნიშნა.

ამასთან ერთად, თეთრი სახლის პრესმდივანი არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახე ეროვნული მედიისთვის და, შესაბამისად, ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე.

კარინ ჟან-პიერი პოსტის დაკავებამდე MSNBC-ის ანალიტიკოსად მუშაობდა. დაიბადა საფრანგეთის კარიბის ზღვის კუნძულ მარტინიკზე და გაიზარდა კუინსში, ნიუ-იორკში. ამასთან ერთად, ის ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკის მთავარ ხელმძღვანელად მუშაობდა. ასევე, თეთრი სახლის პრესის გუნდში გაწევრიანებამდე იგი კამალა ჰარისის შტაბის უფროსი იყო.

ჟან-პიერს პრესმდივნად დანიშნავენ მიმდინარე წლის ნოემბერში, გადამწყვეტი შუალედური არჩევნების წინ, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ წარიმართება ბაიდენის პრეზიდენტობის დარჩენილი პერიოდი.

კომენტარები