კრიმინალი

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით თანასოფლელი მოკლა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასპინძაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ნ. დააკავეს.

უწყების ცნობით, მკვლელობა 5 მაისს, დაბა ასპინძაში მოხდა - ურთიერთშელაპარაკებისას ა.ნ.-მ თანასოფლელი, 1986 წელს დაბადებულ ი.მ. ცივი იარაღით კისერში დაჭრა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

"სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ნ. მომხდარიდან მალევე, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო". - წერია განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები