საქართველოს პარლამენტი

ჯაფარიძე: ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს

არ მგონია, რომ ბრძოლის განწყობაზე იყოს დღეს ქართული ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, მგონია, რომ როგორც არიან ახლა, საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს. ჰო, შეიძლება თქვა, რომ სძინავთ, მაგრამ რაღაც ეგეთი რეჟიმში არიან, ელოდებიან 2024 წელს, შემდეგი არჩევნები როცა მოვა, 2024-ში გაცოცხლდებიან და დაიწყებენ ისევ, რომ "აი, ეს არის ბოლო ბრძოლა... ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, უკვე მოგებული გვაქვს, უნდა გავაფორმოთ", ისევ იგივე რაღაცაში შევლენ, მე აღარ მინდა ეგ ამბავი, ეს ქცევა მგონია, რომ არასწორი ქცევაა, მაგრამ კარგად არიან და...

იმ პარტიებზე და იმ ხალხზე [ვამბობ], ვინც პირველ რიგში პარლამენტში არიან და უქმნიან ივანიშვილს, ეხმარებიან იმ სურათის დახატვაში, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობს, მაგალითად პარლამენტი, სადაც ოპპოზიცია ზის და ვითომ რაღაცაზე მუშაობს.

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე TV პირველის ეთერში.

კომენტარები